ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით დაინფიცირდა 1 223, ხოლო დაიღუპა 74 ადამიანი
ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 74 ადამიანი დაიღუპა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში ირანში კორონავირუსით უკვე 6 277 ადამიანი დაიღუპა. ეპიდემიის გავრცელების შემდეგ ირანში კორონავირუსი 98 647 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 79 397 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 3 მაისს ირანში კორონავირუსით 47 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა.