ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 63 ადამიანი ემსხვერპლა. ირანული მედია წერს, რომ კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 6 340-მდე გაიზარდა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 5 მაისის მონაცემებით, საერთო ჯამში ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 99 970 შემთხვევა გამოვლინდა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში 80 475 ადამიანი უკვე განიკურნა. კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ირანში კორონავირუსზე ტესტირება 519 543 ადამიანს ჩაუტარდა.