ირანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ -19“-ით 188 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 13 979-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 166 ადამიანს. ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 271 606 შემთხვევა.
ბოლო ორი კვირაა, რაც ირანში კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.