ირანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 2 536 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 162 ადამიანი კი გარდაიცვალა
ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 162 ადამიანი გარდაიცვალა, რაც აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსის 2 536 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული პროტოკოლი.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში „კოვიდ-19“-ის 225 205 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 10,670 ადამიანი.