ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 75 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 2 369 ახალი შემთხვევა
ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 75 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 2 369 ახალი შემთხვევა

ირანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 75 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 2 369 ახალი შემთხვევა.

შესაბამის მონაცემებს ირანული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 182 545 შემთხვევა, მსხვერპლთა რიცხვი 8 659-ს შეადგენს.

ჯანდაცვის უწყების პრესსპიკერის, სიმა ლარის განცხადებით, ინფიცირებულთაგან 144 649 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 739 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.