ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 560 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 163 პაციენტი
ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 560 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 163 პაციენტი

ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 163 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ირანში „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის დაწყებიდან გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში ინფექციური დაავადება ფატალური საერთო ჯამში 11 571 ადამიანისთვის აღმოჩნდა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი ქვეყანაში 2 560 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 240 438 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 201 330 პაციენტი.

ეპიდემიოლგიური ვითარების კვლავ გაუარესების გამო, ირანში 5 ივლისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა.

შეგახსენებთ, ირანმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა 11 აპრილს დაიწყო.