ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 2 566 შემთხვევა გამოვლინდა, 154 ადამიანი კი გარდაიცვალა
ირანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 154 ადამიანი გარდაიცვალა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რიცხვი 11 260-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში ვირუსის 2 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ინფიცირებულების საერთო მაჩვენებელი 235 429-ს აღწევს, მათ შორის 196 446 უკვე გამოჯანმრთელდა.