ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 96 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 5806 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულია 91 472 ადამიანი.
ამასთან, ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ქვეყნის იმ რეგიონში, სადაც „კოვიდ 19“ ბოლო რამდენიმე კვირაა არ დაფიქსირებულა, მეჩეთების გახსნა იგეგმება.