ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 71 ადამიანი დაიღუპა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, კიანუშ ჯაჰანპურის განცხადებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს დღემდე 5 877 ადამიანი ემსხვერპლა.
ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო 24 საათში ინფიცირების 1 112 შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 92 584 შემთხვევაა დადასტურებული. თეირანში აცხადებენ, რომ 72 439 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ირანში ტესტირება 442 590 ადამიანს ჩაუტარდა.