ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 64 ადამიანი დაიღუპა.
საერთო ჯამში ვირუსით ქვეყანაში 7 183 ადამიანია დაღუპული. ამ დროისთვის 2 735 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 2 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსის გავცრელებიდან დღემდე ირანში „კოვიდ-19“-ის 126 949 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 98 808 გამოჯანმრთელდა.