ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 824 ადამიანი დაინფიცირდა, 415 პაციენტი კი გარდაიცვალა
ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 415 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყდნობით ავრცელბს.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ირანში „კოვიდ-19“-ის 6 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში პანდემის დაწყებიდან დღემდე ირანში კორონავირუსის 558 648 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 33 714 პაციენტი გარდაიცვალა.