ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 616 ადამიანი დაინფიცირდა, 312 პაციენტი კი გარდაიცვალა
ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 5 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 312 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფომრაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ირანში კორონავირუსის 545 286 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 346 პაციენტი გარდაიცვალა.