ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 616 ადამიანი დაინფიცირდა, 256 პაციენტი კი გარდაიცვალა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 616 ადამიანი დაინფიცირდა, 256 პაციენტი კი გარდაიცვალა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 256 ინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ირანში მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 29 605 შეადგინა. გასულ24 საათში ირანში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა კიდევ 4 616 ადამიანს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 517 835 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 418 300 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ირანში 4 671 ინფიცირებული კრიტიკულ მდგომარეობაშია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.