ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 235 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ბოლო დროს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 2 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში „კოვიდ-19“-ის 293 606 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 16 147 ადამიანი.