ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 138 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში
კორონავირუსს 3 036 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ვირუსით ქვეყნის მაშტაბით 2 987 ადამიანი დაინფიცირდა. საერთო ჯამში ირანში ვირუსის დიაგნოზი 47 593 ადამიანს დაუსვეს.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 3 871 ადამიანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია, 15 473 კი გამოჯანმრთელდა.