ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 153 ადამიანი გარდაიცვალა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 153 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 153 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსს 12 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში „კოვიდ-19“-ის 248 379 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 209 463 პაციენტმა ვირუსი დაამარცხა.

ირანში ახალი შემთხვევების რაოდენობის მატების გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები პროტოკოლს არ დაიცავენ, მათ რამდენიმე კვირით დახურავენ. ასევე, მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში პირბადეების ტარება სავალდებულოა.