ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ19“- ით 129 ადამიანი დაიღუპა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით 1685 დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 21 638-ს აღწევს.
ირანში კორონავირუსისგან 7 913 ადამიანი განიკურნა.