ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 124 ადამიანი გარდაიცვალა. ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 2875-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 50 468 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 3136 ადამიანი.
„ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია 3956 ადამიანი. სულ გამოჯანმრთელდა 16 711“, – განაცხადა ჯაჰანპურმა.