ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 117 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსს 2 757 ადამიანი ემსხვერპლა. ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რეზა მალეკზადეს განცხადებით, ყუმის, გილანის, მაზანდარანის და მარკაზის პროვინციებში, კორონავირუსით დაინფიცირების შეთხვევები იკლებს და აღნიშნულ ტერიტორიებზე ინფექციის პიკმა გადაიარა. ირანელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ქვეყანას დაავადების კონტროლის ქვეშ მოქცევა სამ კვირაში შეუძლია, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვირუსის გავრცელება გაზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.