ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 116 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, „კოვიდ-19“-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მესამე დღეა, ზედიზედ 100-ს აჭარბებს.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში ვირუსით 9623 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, როგორც ირანის ჯანდაცვის მინისტრმა, საიდ ნამაკიმ განაცხადა, ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა არი არის და ეპიდემიის პიკი ჯერ გავლილი არაა.
„იმ პროვინციებშიც კი, სადაც გვეგონა, რომ ვირუსის პირველმა ტალღამ გაიარა, ეს ასე არ აღმოჩნდა“, – განაცხადა საიდ ნამაკიმ ირანულ მედიასთან საუბრისას.
ირანში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 204 ათასზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა.