ირანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოორნავირუსით 115 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა ქვეყანაში 9 065 შეადგინა. შესაბამის მონაცემებს ირანული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ირანში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 563 ადამიანს.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში რეგისტრირებულია ინფიცირების 192 439 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 152 675 პაციენტი. 2 815 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია.