ირანში, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 113 ადამიანი დაიღუპა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 724 ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით დაინფიცირებულთა რაოდენობა 13 938-ს აღწევს.