ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს 63 ადამიანი ემსხვერპლა. ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყების შემდეგ ახალი ტიპის კორონავირუსით უკვე 7 627 ადამიანი დაიღუპა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 2 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 143 849 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 112 988 უკვე გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის, ირანის საავადმყოფოებში მყოფი პაციენტებიდან 2 543-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.