ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 293 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 399 ადამიანი
ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 399 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 8 293 შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 596 941 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 472 598 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 34 133-ს მიაღწია.