ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 574 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 59 ადამიანი
ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 59 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ირანული მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ ირანში „კოვიდ-19“-ს უკვე 8 071 ადამიანი ემსხვერპლა. ირანში კორონავირუსის ინფექცია 164 270 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში, ირანში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 3 574 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“-სგან 127 485 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 569 ადამიანი კი, ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ირანში საერთო ჯამში მილიონზე მეტი ტესტია გაკეთებული. ირანის მასშტაბით, ყველაზე რთული მდგომარეობა ხუზესტანის რეგიონშია.