ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 531 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 133 ადამიანი
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 531 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 133 ადამიანი

ირანში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 133 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესაებ ინფორმაციას ირანული მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ ირანში კორონავირუსის ინფექციით უკვე 9 996 ადამიანი დაიღუპა. ირანში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2 531 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით დღემდე 212 501 ადამიანი დაავადდა, მათ შორის 172 096 უკვე გამოჯანმრთელდა.

ყველაზე რთული მდგომარეობა ხუზესტანის, ქურთისტანისა და ჰორმოზგანის რეგიონებში, ასევე ფარსის, ლორესტანის, ქერმანშაჰის და გოლესტანის რეგიონების ზოგიერთ რაიონშია.