ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 481 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 48 ადამიანი
ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში ახალი კორონავირუსისგან 48 ადამიანი გარდაიცვალა. 1 481-ით გაიზარდა ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 110 767 პირი. ქვეყანაში კორონავირუსს სულ 6 733 ადამიანი ემსხვერპლა. ირანში „კოვიდ-19“-სგან უკვე 88 357 პაციენტი გამოჯანმრთელდა.