ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 127 ადამიანი ემსხვერპლა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 1 812 ადამიანი დაიღუპა.
თეირანში აცხადებენ, რომ კორონავირუსიგან ირანში 7 913 ადამიანი განიკურნა. ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით 22 000-მდე ადამიანია ინფიცირებული.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების 341 722 ადამიანის დაინფიცირება არის დადასტურებული, 98 869 გამოჯანმრთელდა, 14 892 კი დაიღუპა.