ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 237-მდე გაიზარდა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით 7 161 ადამიანია დაინფიცირებული. ბოლო 24 საათში კი, ვირუსით 43 ადამიანი დაიღუპა.
მანამდე, ირანის ხელისუფლება 194 მოქალაქის დაღუპვის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.
ამასთან, ირანში ახალი ტიპის კორონავირუსისგან 2 394 ადამიანი განიკურნა. ვირუსის საშიშროების გამო, 70 000-მდე პატიმარს ციხეების დატოვების უფლება მისცეს.
მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ 19“-ს 3 892 ადამიანი ემსხვერპლა. 100-ზე მეტ ქვეყანაში ვირუსით 111 228 ადამიანი არის დაინფიცირებული.