ირანში ნავთობმზიდისა და სამგზავრო ავტობუსის შეჯახების შედეგად, 27 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Mehr-ი ავრცელებს.
ინციდენტი ირანის დასავლეთ ნაწილში, ქურთისტანის პროვინციის ქალაქ სენენდეჯში მოხდა. შეჯახების შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა.
სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები 10-მა ადამიანმა მიიღო.
მომხდარის გამო პროვინციაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.