ირანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს
ირანში „კოვიდ -19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 1566-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი, 20 ათასს აჭარბებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განკარგულებით, ქვეყანაში შემოღებული საგანგებო ზომები ორიდან სამ კვირამდე პერიოდში იქნება ძალაში.
„ირანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეკონომიკური წარმოება ნორმას დაუბრუნდეს“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ.