ირანში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 85 ადამიანი დაიღუპა
ირანში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 85 ადამიანი დაიღუპა

ირანში ახალი ტიპის კორონავირუსს – „კოვიდ 19“ ბოლო 24 საათში 85 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით დღემდე 514 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 1 289 შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში კი, ირანში ახალი კორონავირუსის 11 364 შემთხვევა არის დადასტურებული.

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, „კოვიდ 19“-სგან დღემდე 3 529 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დაინფიცირების ახალი შემთხვევები თეირანის, ყუმის, გილანის, ისპაჰანის და მაზანდარანის პროვინციებში გამოვლინდა.

ჩინეთთან, იტალიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად, ირანი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.