ირანში „კოვიდ 19“-ს, ახალ კორონავირუსს ბოლო 24 საათში 147 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“, ირანის სახელმწიფო ტელეკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი ტიპის კორონავირუსით ქვეყანაში უკვე 1 135 ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისთვის, ირანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 361-ს მიაღწია.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გთხოვთ, მიჰყევით გზამკვლევებს და დარჩით სახლში“, – განაცხადა ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალირეზა რაისიმ.