ირანში ახალ კორონავირუსს, „კოვიდ 19“-ს ბოლო 24 საათში 122 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თეირანში აცხადებენ, რომ საერთო ჯამში ახალი ტიპის კორონავირუსით ქვეყანაში 1 934 ადამიანი დაიღუპა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსისგან დაღუპულთა საშუალო ასაკი 67 წელი იყო.
ვირუსის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც სხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ბავშვები ან ახალგაზრდები.
ირანში „კოვიდ-19“ 23 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.