ირანში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული უფლების გამოყენებით, ირანი განახორციელებს ქმედებებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აგრესორის დასასჯელად
საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული უფლების გამოყენებით, ირანი აუცილებლად განახორციელებს სერიოზულ შემაკავებელ ქმედებებს ძლიერებით, მტკიცედ თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აგრესორის დასასჯელად, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ირანი ვერ იქნება გულგრილი თავისი უსაფრთხოების, თავისი მეგობრებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებისა და რეგიონის უსაფრთხოების მიმართ.
„ჩვენ გვჯერა, რომ სიონისტური რეჟიმი არ ჩაიდენს რაიმე ავანტიურულ დანაშაულს ამერიკის მთავრობასთან კონსულტაციის გარეშე. ამიტომ ამერიკამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები ამ კუთხით. ისრაელი აგრძელებს სიტუაციის არასწორ გათვლას და ამჯერადაც იგივე შეცდომა დაუშვა“, – განაცხადა ნასერ ყანაანიმ.