ირანში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ ლიდერის გარდაცვალება წინააღმდეგობის ძალებისთვის შთაგონების წყარო იქნება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სინვარს არ ეშინოდა სიკვდილის და სიმამაცით იბრძოდა ბოლომდე.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ირანელმა მინისტრმა დაწერა, რომ სინვარის ცხედრის ფოტოები რეგიონში წინააღმდეგობის მებრძოლებისთვის შთაგონების წყარო იქნება.
აბას აღარჩის თქმით, პალესტინის ოკუპაციისგან გათავისუფლების საქმე ახლა აქტუალურია, როგორც არასდროს.
ცნობისთვის, გუშინ ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ღაზაში მოკლეს „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი. მოძრაობა „ჰამასმა“ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.