ირანში აცხადებენ, რომ დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმა არის ყველანაირი საერთაშორისო კონვენციის დარღვევა
ირანში აცხადებენ, რომ დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმა არის ყველანაირი საერთაშორისო კონვენციის დარღვევა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმას ეხმაურება.

მინისტრის თქმით, თეირანი მომხდარზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.

„დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმა არის ყველანაირი საერთაშორისო კონვენციის დარღვევა“, – აცხადებს ამირაბდოლაჰიანი.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ირანი პასუხს გასცემს ამ თავდასხმას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

სირიის ხელისუფლების ცნობით, ისრაელის მიერ დამასკოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია ირანის საკონსულოს შენობა, არიან დაღუპულები.