ირანსა და გლობალურ მოთამაშეებს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მოლაპარაკებები განახლდება
ირანსა და გლობალურ მოთამაშეებს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მოლაპარაკებები განახლდება.
ჩინელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი და ბრიტანელი დიპლომატები ირანის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრის დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ შეთნხმების ყველა დოკუმენტი თითქმის მზადაა.
მხარეებს შორის 2015 წელს გაფორმდა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანისთვის სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებდა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წელს შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და ირანს სანქციები დაუწესა.