ირანის ისლამური რესპუბლიკის ნავთობის სამინისტრომ სპარსეთის ყურის სანაპიროებთან მსხვილი პორტი გახსნა, რათა სამხრეთ ფარსის პროვინციის ენერგეტიკული ცენტრიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი დააჩქაროს.
პორტი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია ბუშერში მდებარეობს, აქვს ორი სპეციალური სივრცე, რომლებიც თხევადი გაზისა და გოგირდის ექსპორტისთვის იქნება განკუთვნილი. ნავთობპროდუქტები კი ახლომდებარე გადამამუშავებელი ქარხნებიდან მიიღება.
ამ პორტის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და მასზე 350 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.