ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს თავდაუსხმელობის პაკტის გაფორმება შესთავაზა
ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს თავდაუსხმელობის პაკტის გაფორმება შესთავაზა. ამ ინიციატივით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაღდადში ვიზიტისას გამოვიდა.
როგორც მოჰამედ ჯავად ზარიფი ამბობს, ირანი არ დაუშვებს რეგიონში კონფლიქტის და მათ შორის, ეკონომიკური ომის დაწყებას. ზარიფის თქმით, ირანს სპარსეთის ყურის ყველა სახელმწიფოსთან დაბალანსებული ურთიერთობების დამყარება სურს.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის მხრიდან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დამატებით 1500 სამხედროს გაგზავნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
ზარიფის თქმით, ეს ნაბიჯი საერთაშორისო მშვიდობას საფრთხეს უქმნის.