ირანმა შესაძლოა, ურანის გამდიდრება განაახლოს, თუ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ევროპელი ხელმომწერები შეთანხმებას ვერ შეინარჩუნებენ.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა.
„თუ დანარჩენი მხარეები მზად არიან, შეასრულონ დაპირებები, ჩვენი მხრივ, ჩვენც შევასრულებთ დაპირებებს. ახლა ჩვენი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მოვიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება რამდენიმე კვირაში. ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ შეგვიძლია ურანის 20%-მდე გამდიდრება დავიწყოთ“ , – განაცხადა სალეჰიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 8 მაისს განაცხადა.
შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითვალისწინებს.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ ბირთვული შეთანხმების განხორციელებას გააგრძელებენ.