ირანმა საუდის არაბეთთან მოლაპარაკებების გამართვა ოფიციალურად დაადასტურა
ირანმა საუდის არაბეთთან მოლაპარაკებების გამართვა ოფიციალურად დაადასტურა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, საეედ ხატიბზადემ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თეირანი ყოველთვის მიესალმება თავის რეგიონულ კოლეგებთან მოლაპარაკებებს და ეს პოლიტიკა არ შეცვლილა.
„მოდით, დაველოდოთ ამ მოლაპარაკებების შედეგებს და ვიმსჯელოთ შედეგებზე დაყრდნობით“, – განაცხადა საეედ ხატიბზადემ.
მანამდე, ირანთან მოლაპარაკებები დაადასტურა საუდის არაბეთმა.
მოლაპარაკებების დეტალები არც ერთ მხარეს არ გაუმჟღავნებია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, თეირანი და რიადი საუბრობენ იემენში განვითარებულ მოვლენებზე და ირანის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაზე, რომელსაც საუდის არაბეთი ეწინააღმდეგებოდა.