ირანმა „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს“ ინსპექტორს აკრედიტაცია შეუჩერა
საეჭვო მასალის ტარების ბრალდებით, ირანმა „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს“ ინსპექტორს აკრედიტაცია შეუჩერა. სააგენტოს თანამშრომელმა ირანი უკვე დატოვა.
ირანული მედიის ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორი „ნათანზის“ ბირთვულ ობიექტზე შემოწმების დაწყებისას, საეჭვო მასალის შეტანას გეგმავდა, რა დროსაც უსაფრთხოების საკონტროლო მოწყობილობამ განგაშის სიგნალი ჩართო და ინსპექტორი ობიექტზე არ შეუშვა.
ინციდენტთან დაკავშირებით ირანში გამოძიება დაიწყო და „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში“ ირანი ანგარიშს წარადგენს.
სააგენტოს ერთ-ერთი ინსპექტორის მისიის შეწყვეტა, ირანის მიერ ურანის გამდიდრების დაჩქარების შესახებ განცხადებამდე ერთი დღის ადრე მოხდა. თეირანში აცხადებენ, რომ „ფორდოვის“ ბირთვულ ობიექტზე ურანის ხუთპროცენტიანი გამდიდრება დაიწყება.