ირანმა ოქტომბერში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წერილობით მისცა გარანტია, რომ დონალდ ტრამპის მოკვლას არ შეეცდებოდა
ირანმა ოქტომბერში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წერილობით მისცა გარანტია, რომ დონალდ ტრამპის მოკვლას არ შეეცდებოდა

ოქტომბრის თვეში ირანმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წერილობით გარანტია მისცა, რომ არ შეეცდებოდა არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკვლას. ინფორმაციას ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 14 ოქტომბრით დათარიღებული წერილი არის ირანის პასუხი აშშ-ის მიერ თეირანისთვის წინასწარ გაგზავნილ წერილობით გაფრთხილებაზე, რომელიც დაკავშირებული იყო დაზვერვის მიერ მიღებულ ინფორმაციასთან ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით.

ირანის მიერ გაგზავნილ წერილში, რომელშიც წერილის კონკრეტულ ავტორი დასახელებული არაა, საუბარი იყო 2020 წელს ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილზე, რაშიც ირანი პირდაპირ ადანაშაულებს ტრამპს. თუმცა, ამავე დროს, წერილში საუბარი იყო იმ გარანტიებზეც, რომ ირანი არ შეეცდებოდა დონალდ ტრამპის მოკვლას.

როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ბაიდენის ადმინისტრაცია თვლის, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეტყობინებების გაცვლა მიზნად ისახავდა ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირებას ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების ფონზე.