ირანის ხელისუფლებამ მასშტაბური კიბერშეტევის მოგერიების შესახებ განაცხადა.
ირანის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილის, ჰამიდ ფატახის განცხადებით, თავდასხმის მიზანი ქვეყანის მასშტაბით ინტერნეტის მუშაობის შეფერხება იყო.
ირანის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო კიბერშეტევა ორგანიზებულად მიმდინარეობდა, რომლის სამიზნე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი გახდა.
შედარებით მცირე ზომის კიბერთავდასხმის შესახებ, ირანში 8 თებერვალსაც განაცხადეს.