ირანმა კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, 85 ათასამდე პატიმარი დროებით გაათავისუფლა
ირანმა კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, 85 ათასამდე პატიმარი დროებით გაათავისუფლა

ირანმა კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, 85 ათასამდე პატიმარი დროებით გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დროებით გათავისუფლებულ პატიმრებს შორის არიან პოლიტიკური პატიმრები.

ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკის ციხეებში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებენ.

როგორც „როიტერი“ იუწყება, ირანში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენლებმა 10 მარტს ხელისუფლებას ციხეებში მყოფი პოლიტიკური პატიმრების დროებით გათავისუფლების თხოვნით მიიმართა, რადგან გადატვირთულ ციხეებში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსის 14 991 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულთა რიცხვი 842-ს შეადგენს. ვირუსისგან განკურნება კი ამ დრომდე 4 996-მა პაციენტმა მოახერხა.