ირანმა გაერო-ს სასამართლოს აშშ-ის სანქციების მოხსნის სარჩელით მიმართა
ირანმა გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, თეირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის სარჩელით მიმართა.
სასამართლოს სხდომის გახსნისას თავმჯდომარემ აშშ-ს მოუწოდა, პატივი სცეს ამ პროცესის შედეგად მიღებულ დადგენილებას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ამერიკული სანქციები აზიანებს ირანის ეკონომიკას და არღვევს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხელშეკრულებას.
თუმცა, აშშ-ის შესაგებელში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება და ირანის დასაბუთება ცდება შეთანხმების ფარგლებს. ზეპირი მოსმენა ოთხ დღეს გაგრძელდება. სასამართლო დადგენილებას ერთი თვის ვადაში გამოიტანს.
გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო გაერო-ს ტრიბუნალია საერთაშორისო დავების გადაჭრაში. თუმცა მისი დადგენილება სავალდებულო ხასიათის არ არის და იძულებით აღსრულების ძალაუფლება არ გააჩნია.
აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება რამდენიმე თვის წინ დატოვა და ქვეყანას 2015 წლის შემდეგ ეტაპობრივად მოხსნილი სანქციები განუახლა.