ირანმა ეროვნული წარმოების პირველი სამხედრო თვითმფრინავი წარადგინა
ირანმა ეროვნული წარმოების პირველი სამხედრო თვითმფრინავი წარადგინა

ირანმა ეროვნული წარმოების პირველი სამხედრო თვითმფრინავი Kowsar-ი წარადგინა.

ირანული გამოცემა Tasnim-ის ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავი სრულად ირანშია შემუშავებული და წარმოებული.

ავიაგამანადგურებელი მეოთხე თაობის რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავების კლასს განეკუთვნება. თვითმფრინავი ბალისტიკური გაანგარიშების სისტემით და თანამედროვე რადარითაა აღჭურვილი.

ავიაგამანადგურებელს სხვადასხვა ტიპის შეიარაღება აქვს და მოკლე საჰაერო მხარდაჭერის მისიებისთვისაა განკუთვნილი.