ირანმა ახალი წყალქვეშა ხომალდი „ფათეჰი“ წარადგინა
ირანმა ახალი წყალქვეშა ხომალდი „ფათეჰი“ წარადგინა

ირანმა ახალი წყალქვეშა ხომალდი „ფათეჰი“ წარადგინა. წყალქვეშა გემი ფრთოსანი რაკეტებით არის აღჭურვილი.

ხომალდის წარდგენის საზეიმო ცერემონია ქვეყნის სამხრეთით, საპორტო ქალაქ ბენდერ-აბასში გაიმართა. ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი ჰასან როუჰანიც დაესწრო.

ფათეჰი“ 600 ტონას იწონის და მწარმოებელთა თქმით, ყველაზე თანამედროვე შეიარაღებით არის აღჭურვილი, მათ შორის ტორპედოთი, საზღვაო ნაღმებითა და ფრთოსანი რაკეტებით, რომელთა სამიზნე წყალქვეშა ობიექტებიც შესაძლოა გახდეს.

წყალქვეშა ხომალდს 200 მეტრი სიღრმემდე შეუძლია დაშვება და ამ მდგომარეობაში ხუთი კვირის განმავლობაში მუშაობა.