ირანმა ახალი თაობის ბალისტიკური რაკეტა წარმოადგინა
ირანმა ახალი თაობის ბალისტიკური რაკეტა წარმოადგინა

ირანმა ახალი თაობის ბალისტიკური რაკეტა წარმოადგინა. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, რაკეტას რადარებისგან თავის არიდება და სამიზნის მაღალი სიზუსტით განადგურება შეუძლია.

ირანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რაკეტა ირანელმა სპეციალისტებმა დააპროექტეს და მისი გამოცდა წარმატებით ჩატარდა.

ამირ ხატამის თქმით, ახალი თაობის რაკეტა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს და თეირანი რაკეტების წარმოებას სამომავლოდაც გააგრძელებს.

ირანული რაკეტის გამოცდა დააფიქსირეს ამერიკულმა თანამგზავრებმაც. რაკეტამ 150 კმ-ზე მეტი იფრინა და ირანის უდაბნოში დაეშვა.